ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, მარიხუანას მოხმარების გამო 6 მეხანძრე სამსახურიდან დაითხოვეს

10 თებერვალი, 2015 • • 920
შსს-ს ცნობით, მარიხუანას მოხმარების გამო 6 მეხანძრე სამსახურიდან დაითხოვეს

შსს-ს ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმება თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს სახანძრო-სამაშველო სამსახურების პირად შემადგენლობას ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩაუტარდა.

შემოწმების შემდეგ ექვსი თანამშრომელი პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის, ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვეს, აცხადებს შსს.

 

პოლიციის ცნობით, ყველა მათგანი, 2015 წლის 26 იანვარს, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.

შსს
შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი