ახალი ამბები

“Victoria’s Secret-მა” პირველი ტრანსგენდერი ქალი მოდელი წარადგინა

6 აგვისტო, 2019 • 1562
“Victoria’s Secret-მა” პირველი ტრანსგენდერი ქალი მოდელი წარადგინა

Victoria Secret-ს პირველად ღიად ტრანსგენდერი მოდელი ქალი ჰყავს. იგი 22 წლის ბრაზილიელი მოდელი ვალენტინა სამპაიოა. ინფორმაციას “The New York Times” ავრცელებს.

ქალის თეთრეულის მწარმოებელი მსოფლიო ბრენდისთვის ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საკუთარ პროდუქტს ტრანსგენდერ ქალს მოარგებს. სამპაიოს აგენტის თქმით, მოდის სახლმა ვალენტინა სპორტულ ხაზში ფოტოგადაღებისთვის დაიქირავა.

“ვალენტინას სჯერა, რომ ეს არის დიდი შესაძლებლობა მოდის ბიზნესში ბარიერების დასამსხვრევად”, – ამბობს სამპაიოს აგენტი ერიო ზანონი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი