ახალი ამბები

ხობში საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნის სიმამრის ოჯახი გაქურდეს

6 აგვისტო, 2019 • 1563
ხობში საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნის სიმამრის ოჯახი გაქურდეს

გვიან ღამით ხობში საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვაჟა სირაძის სიმამრის, ლევან ქავთარიძის სახლი გაქურდეს. თავად ქავთარაძე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. იგი ფაქტს ადასტურებს.

ქავთარაძის თქმით, შემთხვევა, სავარაუდოდ, გვიან ღამით მაშინ მოხდა, როდესაც სახლში ყველას ეძინა. რუსთავი 2-თან საუბრისას იგი ამბობს, რომ წაღებულია მცირე რაოდენობის ნაღდი ფული და სამკაული.

“ვიღაც შემოვიდა სახლში, ალბათ, სავარაუდოდ, ღამის 3-4 საათისთვის, ყველას გვეძინა. სახლის პირველ სართულზე, ასე ვთქვათ, შემოიარა. რაც ზედაპირულად ნახა, ის წაიღო. მცირედი თანხა და ერთი სამაჯური ვერცხლის. ხმაურმა გამაღვიძა. ჩანთა ეგდო იატაკზე. პოლიცია იყო მოსული“, – აცხადებს ქავთარაძე.

ნეტგაზეთს შსს-ს პრესცენტრში უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. ამჟამად მიმდინარებს საგამოძიებო მოქმედებები და დამატებით მეტს ვერაფერს იტყვიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი