ახალი ამბები

netgazeti.ge აცხადებს ვაკანსიას რეპორტიორის პოზიციაზე

6 აგვისტო, 2019 • 3645
netgazeti.ge აცხადებს ვაკანსიას რეპორტიორის პოზიციაზე

netgazeti.ge აცხადებს ვაკანსიას


პოზიცია: რეპორტიორი

ვაკანსიის რაოდენობა: 2

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 სექტემბერი, 2019

სამუშაოს დაწყების თარიღი: 1 ოქტომბერი

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო

ვაკანსიის მოკლე აღწერა

netgazeti.ge ამჟამად ეძებს რეპორტიორებს,  რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან მოამზადონ ჟურნალისტური ნამუშევრები ვებ გვერდისთვის და მისი სოციალური მედიის არხებისთვის.   ნეტგაზეთი განსაკუთრებით დაინტერესებულია იმ ჟურნალისტებით, რომლებსაც აინტერესებთ ინტერნეტ მედია. 

განმცხადებლებს უნდა აინტერესებდეთ საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და კარგად ესმოდეთ აუდიტორიის კარგად ინფორმირების მნიშვნელობა, უნდა გააჩნდეთ პროფესიული უნარ-ჩვევები და ფლობდნენ ცოდნას ჟურნალისტური სტანდარტების შესახებ. უნდა ესმოდეთ ამ სტანდარტების ერთგულების მნიშვნელობა. ნეტგაზეთი მიესალმება ჟურნალისტიკაში გამოცდილების მქონე განმცხადებლებს, თუმცა ეს მოთხოვნა აუცილებელი არ არის.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ სამსახურის მაძიებლებს, ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის, მისი მნიშვნელობის და სურთ მუშაობდნენ გამოცემაში, რომლის ამოცანაც მოქალაქეების კარგად ინფორმირებაა.

განმცხადებელი კარგად უნდა ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს, აინტერესებდეს ახალი მედია და მისი ტექნოლოგიები. უნდა ჰქონდეს ოპერატიულად მუშაობის უნარი, მათ შორის, ექსტრემალურ პირობებში.

netgazeti.ge-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  განმცხადებლების მოტივაცია აღნიშნულ პოზიციის დასაკავებლად. ამიტომაც დაინტერესებულმა პირებმა მოტივაციის წერილი რეზიუმესთან  და ორ ნამუშევართან [ასეთის არსებობის შემთხვევაში] ერთად უნდა გააგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ntsetskhladze@gmail.com ელ-ფოსტის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება: “რეპორტიორი – 2019”

განაცხადების მიიღების ბოლო დღეა  2019 წლის 15 სექტემბერი. 

ნეტგაზეთი თავად დაუკავშირდება შერჩეულ განმცხადებლებს და მიიწვევს მათ გასაუბრებაზე. 


netgazeti.ge-ის შესახებ:

netgazeti.ge არის ონლაინ გამოცემა, რომელიც შპს „გაზეთმა ბათუმელებმა” დაარსა 2010 წელს.  გამოცემის მიზანია, ინტრენეტის მომხმარებელს მიაწოდოს ფაქტებზე დაფუძნებული ახალი ამბები, მოვლენების ანალიზი და იყოს ღია ადგილი მრავალფეროვან მოსაზრებათა გამოხატვისთვის.  ნეტგაზეთის ამოცანაა აუდიტორიას საინტერესოდ მიაწოდოს ინფორმაცია ახალი ტექნოლოგოების გამოყენებით. ამიტომაც კონტენტის წარმოებისას ვიდეოს, ფოტოს და აუდიოს გამოყენება ნეტგაზეთის რეპორტიორებისთვის  აუცილებელი მოთხოვნაა.

შპს „გაზეთი ბათუმელები” არის 2001 წელს ბათუმში დაფუძნებული კომპანია, რომელიც გამოსცემდა  ყოველკვირეულ დამოუკიდებელ გაზეთს – „გაზეთი ბათუმელები”  (ბათუმი), შემდგომ კი ჟურნალს. ამჟამად კომპანია მედია ბაზარზე ორი საინფორმაცია პროდუქტითაა წარმოდგენილია. ესენია:   netgazeti.ge (თბილისი); batumelebi.ge (ბათუმი)


შენიშვნა: თავდაპირველად განაცხადების მიღების ვადა 30 აგვისტო იყო მითითებული, თუმცა ამჟამად განაცხადების მიღება გრძელდება 15 სექტემბრამდე. 20 სექტემბრამდე ნეტგაზეთი თავად დაუკავშირდება გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი