ახალი ამბები

გერმანიაში ციხიდან ქართველი პატიმარი გაიქცა

5 აგვისტო, 2019 • 1026
გერმანიაში ციხიდან ქართველი პატიმარი გაიქცა

გერმანიაში, ბავარიის ფედერალურ მიწაზე, მემინგენის ციხიდან ქართველი პატიმარი, 37 წლის ვ.ბ. გაიქცა. გაქცევაში მასთან ერთად თურქი პატიმარიც მონაწილეობდა.

როგორც ბავარიის პოლიციის საიტზე ვკითხულობთ, შემთხვევა გუშინ, 4 აგვისტოს მოხდა. გერმანული პოლიციის თანახმად, პატიმრები ციხის ეზოში სეირნობისთვის გამოყოფილ დროს გაიქცნენ და ახლოს მდებარე რკინიგზის ხაზის საშუალებით მიიმალნენ.

მათივე ინფორმაციით, თურქი პატიმარი ხელში დაჭრილია.

რაც შეეხება ქართულ მხარეს, ნეტგაზეთმა მომხდართან დაკავშირებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ შემთხვევის შესახებ იციან. მათივე ინფორმაციით, ქართველი პატიმარი ბინის ქურდობის მუხლით იყო ბრალდებული და წინასაგამოძიებო პატიმრობაში იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი