ახალი ამბები

ახალი სამედიცინო პროცედურა, რომელსაც, სპეციალისტების თქმით, მენოპაუზის გადადება შეუძლია

5 აგვისტო, 2019 • 1158
ახალი სამედიცინო პროცედურა, რომელსაც, სპეციალისტების თქმით, მენოპაუზის გადადება შეუძლია

დიდ ბრიტანეთში სპეციალისტებმა ოპერაცია ჩაატარეს, რომლითაც, როგორც ექიმები ირწმუნებიან, მენოპაუზის გადავადებაა შესაძლებელი. როგორც  The Guardian წერს, ამ სამედიცინო პროცედურამ, შესაძლოა, ათასობით ქალს, რომელთაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ, სარგებელი მოუტანოს. 

ახალი ოპერაცია IVF სპეციალისტების მიერ ბრიტანეთში ჩატარდა. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ოპერაციით ის ქალებიც ისარგებლებენ, რომელთაც მენოპაუზით გამოწვეული დაავადებები, გულის პრობლემები და ძვლის შესუსტება არ აღენიშნებათ. ამ შემთხვევაში, ისინი თავიდან აირიდებენ სხვა სიპტომებს, როგორებიცაა – ცუდი განწყობა, შფოთვა, უძილობა, ოფლიანობა, ლიბიდოს დაქვეითება. 

ოპერაციას ჩაატარებს IVF ექიმი და გაერთიანებული სამეფოს მოვლის ნაყოფიერების ჯგუფის პრეზიდენტი სიმონ ფიშელი სხვა სპეციალისტებთან ერთად. ოპერაციის ღირებულება £7000  – დან  £ 11,000 მერყეობს. 

”ეს მსოფლიოში პირველი პროექტია, რომელიც ჯანმრთელი ქალების საკვერცხის ქსოვილების კრიოპრეზერვაციას [გაყინვას] უზრუნველყოფს, რათა მენოპაუზის გადადება მოხდეს,” – განაცხადა კომპანიის მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა იუსრი აფიფიამ.

რამდენი ხნით შეფერხდება მენოპაუზა, დამოკიდებულია ასაკზე, თუ როდის გაკეთდება ოპერაცია. მაგ. 25 წლის ასაკში აღებულმა ქსოვილმა მენოპაუზა  20 წლით, ხოლო 40 წლის ასაკიდან აღებულმა, შესაძლებელია, მხოლოდ 5 წლით გადადოს.


ავტორი: ნინი გოგიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი