ახალი ამბები

20 დაღუპული და 26 დაჭრილი – შეიარაღებული თავდასხმა ტეხასში

4 აგვისტო, 2019 • 2791
20 დაღუპული და 26 დაჭრილი – შეიარაღებული თავდასხმა ტეხასში

დღეს, ტეხასის ქალაქ ელ-პასოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 26 დაიჭრა.

“ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სიკვდილიანი დღე ტეხასის ისტორიაში”, – ციტირებს შტატის გუბერნატორის, გრეგ აბოტის სიტყვებს BBC.

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავდასმა “ლაჩრულ აქტად” შეაფასა.

მასობრივი ჩაცხრილვა ვალმარტის მაღაზიაში მოხდა, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვირან რამდენიმე მილის მოშორებით მდებარეობს.

პოლიციამ 21 წლის ეჭვმიტანილი კაცი დააკავა დალასის მხარეს, ქალაქ ალენში, რომელიც ელ-პასოდან 650 მილის (1,046 კმ) მოშორებით მდებარეობს.

CCTV-ს მიერ გავრცელებულ ფოტოზე სავარაუდოდ ეჭვმიტანილი ჩანს, რომელსაც ყურის დამცავი უკეთია და ავტომატი უჭირავს ხელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი