ახალი ამბებიეკონომიკა

“ფრეგოს” სადგურებზე საწვავის გაყიდვა შეჩერებულია

3 აგვისტო, 2019 • 3449
“ფრეგოს” სადგურებზე საწვავის გაყიდვა შეჩერებულია

კომპანია ფრეგოს ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის გაყიდვა შეჩერებულია. ამის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს.

“ობიექტური მიზეზების გამო შეფერხებულია საწვავის გაცემა ავტოგასამართ სადგურებზე და ვერ ხერხდება საწვავის მიწოდება/რეალიზაცია.

კომპანია „ფრეგო“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რათა დროულად მოხდეს არსებულ სიტუაციაში გარკვევა და შეფერხების აღმოფხვრა. არსებულ მდგომარეობაში გარკვევისთანავე, „ფრეგო“ მზად არის გააგრძელოს ჩვეულ რეჟიმში მუშაობა.
ნებისმიერი ცვლილებსა და დამატებით ინფორმაციას კომპანია „ფრეგო“ უწყვეტ რეჟიმში მოგაწვდით ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანია ფრეგოს დამფუძნებელი გიორგი თოფჩიშვილი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ბიზნესმენს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით წაუყენეს, რაც ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას გულისხმობს.

ფრეგოს დამფუძნებელი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი