ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი დეიმონ უილსონს შეხვდა

7 თებერვალი, 2015 • • 880
ირაკლი ღარიბაშვილი დეიმონ უილსონს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის სამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და ევროინტეგრაციის საკითხებს.


აღინიშნა, რომ საქართველო განუხრელად იცავს ნატო-სა დაევროკავშირში ინტეგრაციის კურსს, რომელიც წარმოადგენს მისი, როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედს. ყურადღება გამახვილდა ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და საქართველოსა და ალიანსის თანამშრომლობის არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხებზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებას.


მხარეებმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო უკრაინის კრიზისს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი