ახალი ამბები

თბილისში ქალის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

6 თებერვალი, 2015 • • 1002
თბილისში ქალის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

“ქალბატონის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია ექსპერტიზა, რაც დაადგენს მისი გარადაცვალების მიზეზს”, – განაცხადა საპატრულო პოლიციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

 

შსს-ს ცნობით, ქალის სიკვდილის შესახებ მათთვის დღეს დილით გახდა ცნობილი. ქალი ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარ სახლში ნახეს გარდაცვლილი.

 

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ქალი მძარცველებმა მოკლეს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შსს-ს არ დაუდასტურებია. უწყება გამოძიების დასრულებას ელოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი