“ევროპული საქართველოს” წევრის, ირმა ნადირაშვილის თქმით, პროკურატურის მოთხოვნით გვარამიას გამოკითხვაზე დაბარება არის მის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური შურისძიება.
“სხვაგვარად ამ საქმეს ვერ აღვიქვამ, თუ არა პოლიტიკურად მოტივირებულს და თუ არა ბიძინა ივანიშვილის შურისძიებას.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ნიკა გვარამიას მხრიდან საკმაოდ დიდი დისკომფორტი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ რეჟიმს, შესაბამისად, ივანიშვილი ანგარიშების გასწორებას ცდილობს, მაგრამ ის, ჩემი აზრით, შიშით უყურებს მომავალსაც და, როგორც კი გაჩნდა ალტერნატიული პლატფორმის შექმნის შესახებ იდეა, რ2-ის ხელში ჩაგდების შემდეგ, ცხადია, ივანიშვილს უნდა, რომ ამ გეგმებშიც შეიტანოს დისონანსი და არ დაუშვას ალტერნატიული პლატფორმის შექმნა, სხვა ტელევიზიის სახით”, – ამბობს ნადირაშვილი.
ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ რაც არ უნდა მძიმე იყოს პოლიტიკური რეპრესიები, 2020 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან წავა.
“ის ვეღარ შეინარჩუნებს ხელისუფლებას იმიტომ, რომ მისი მმართველობის დროს ბევრი ადამიანი გაღარიბდა, გაღარიბდა უფრო, ვიდრე იყო, და ჩვენ ვხედავთ, თუნდაც ლარის კურსთან მიმართებაში რა ხდება”, – ამბობს ის.
დღე,ს 2 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამია იკითხება. საქმე ეხება წარსულში რ2-ისა და სარეკლამო სახლ “ინტერმედიის” ურთიერთობას, რომლის თაობაზეც პროკურატურას რ2-ის ყოფილმა მეწილემ, ნინო ნიჟარაძემ, ასევე პაატა სალიამ მიმართეს.