ახალი ამბები

ჩემი პასუხი იქნება ნეგატიური – მესხორაძე სასამართლოში კლანის არსებობაზე

31 ივლისი, 2019 • 1135
ჩემი პასუხი იქნება ნეგატიური – მესხორაძე სასამართლოში კლანის არსებობაზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ლევან მესხორაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. კლანის არსებობის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან სმენია, თუმცა არცერთ მოსამართლეს ეს არ დაუდასტურებია.

“გავცნობილვარ ზოგადად [ინფორმაციას კლანის არსებობის თაობაზე], რამდენადაც ეს საინფორმაციო სიახლეების კუთხით არის წარმოდგენილი სხვადასხვა წყაროდან, მაგრამ რამდენადაც უფრო სიღრმისეულად წავსულვარ, არ მიმიღია უფრო მეტი კონკრეტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით, რაში გამოიხატება იგი. მე არ ვარ ამ სისტემის ნაწილი და არ ვიცი, რას ეფუძნება ეს კონკრეტულად.

8 წელია მაქვს შეხვედრები მოსამართლეებთან ტრენინგების და ვორკშოფების ფარგლებში, არაერთთან ვმეგობრობ კიდეც და, სიმართლე გითხრათ, არავის არასდროს უთქვამს ამ პრობლემაზე. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პასუხი იქნება ნეგატიური”, – განაცხადა ლევან მესხორაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

ამავე თემაზე:

ადვოკატისგან განსხვავებით, სახელმწიფო წარმომადგენელი საქმეს არ ირჩევს – მესხორაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი