ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი: საქართველოს არ აქვს უფლება აფხაზეთში EU-ს ოფისის გახსნის საკითხი გადაწყვიტოს

4 თებერვალი, 2015 • • 1155
სოხუმი: საქართველოს არ აქვს უფლება აფხაზეთში EU-ს ოფისის გახსნის საკითხი გადაწყვიტოს

“საქართველო, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას უფრთხის, რამდენადაც მიზნად აფხაზეთის მსოფლიოსგან მაქსიმალური იზოლირება დაისახა. თუმცა მსგავს გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლება საქართველოს არ აქვს”, – განაცხადა აფხაზეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა. 

 

საუბარი ევროკავშირის წარმომადგენლობის აფხაზეთის ტერიტორიაზე გახსნასთან დაკავშირებით პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასა და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელს ჰერბერტ ზალბერის შორის 3 თებერვალს, სოხუმში შეხვედრის დროს გაიმართა. აღნიშნულ საკითხს მოგვიანებით მედიასთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა განცხადებით, სადაც ნათქვამია, რომ აფხაზეთის რეგიონში ნებისმიერი ოფისის გახსნა ქართულ მხარესთან შეთანხმებული იქნება. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი