ახალი ამბები

მნიშვნელოვანია საქართველომ შეინარჩუნოს იმიჯი – საფრანგეთის ელჩი ხაზარაძე/ჯაფარიძის საქმეზე

31 ივლისი, 2019 • 981
მნიშვნელოვანია საქართველომ შეინარჩუნოს იმიჯი – საფრანგეთის ელჩი ხაზარაძე/ჯაფარიძის საქმეზე

საფრანგეთის ელჩი საქართველოში თიბისი ბანკის დამფუძნებლების საქმეს ეხმაურება. პასკალ მენიეს თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი შეინარჩუნოს, სადაც სამართლებრივი დავა ყოველგვარი პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფლად მიმდინარეობს.

“მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც პროფესიონალ ბიზნესმენებად არიან აღიარებულნი. ისინი ლონდონში დირექტორთა საბჭომ აირჩია თიბისი ჯგუფის თავმჯდომარეებად. რა თქმა უნდა, კომენტარს ვერ გავაკეთებ, რა ხდება სასამართლოში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ შეინარჩუნოს იმიჯი, როგორც დემოკრატიულმა  ქვეყანამ, სადაც სამართლებრივი დავის წარმოება პოლიტიკური მოტივაციის გარეშე ხდება.

იმედი მაქვს, ეს ღირებულებები დაცული იქნება. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ბევრჯერ მომისმენია მთავრობის, მინისტრებისა და პრემიერის მხრიდან, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტია. ვიმედოვნებ, მოლაპარაკებები მთავრობას, კონსორციუმსა და კრედიტორებს შორის მშვიდად და პროფესიონალურად გაგრძელდება, იმისთვის, რომ პროექტი განხორციელდეს”,-აცხადებს პასკალ მენიე რუსთავი 2-თან საუბრისას.

ელჩის კომენტარის თარგმანს ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი