#silksummer – მზე, კამკამა სანაპირო, ყველაზე სწრაფი ინტერნეტი და მრავაფეროვანი გართობა

#silksummer – ზაფხული სილქნეტთან ერთად – საზაფხულო შეთავაზებას გულისხმობს, მათ შორის ტურისტებისთვისაც. წელს სილქნეტმა განსაკუთრებით იზრუნა  არამარტო ჯეოსელის აბონენტებისთვის, არამედ საქართველოში დასვენების ყველა მსურველისთვის, ვინც საზაფხულო სეზონის გატარება აჭარაში გადაწყვიტა. ბათუმში ჩასულებს „ივერია ბიჩი“ არაერთი წელია მასპინძლობს სტუმრებს. აქ ყველაფერია იმისათვის, რომ ტერიტორიიდან გაუსვლელად მთელი დღე საუკეთესოდ გაატარო: არაჩვეულებრივი კამკამა სანაპირო ზოლი და კომფორტული გარემო.  სილქნეტმა, როგორც სპონსორმა, ამ ყველაფერზე დიდი ხნის წინ იზრუნა და „ივერია ბიჩზე“ განსაკუთრებული კომფორტი შექმნა.

სილქნეტმა, ასევე, ყველა მოთხოვნისა და სურვილების მქონე დამსვენებელზეც იფიქრა და მრავალფეროვნებისათვის, „ივერია ბიჩისგან“ განსხვავებული კონცეფციის ბრენდირებული სანაპიროც მოაწყო. „ივერია ბიჩის“ გვერდით, უკვე რამდენიმე სეზონის განმავლობაში, ფუნქციონირებს „სილქ სანაპირო“. სილქნეტის ბრენდის მსგავსად, აქაურობაც სახეცვლილია. „სილქ სანაპირო“ წელს კიდევ უფრო მხიარული ფერებით და მეტი ფუნქციებითაა დატვირთული. ეს ცვლილებები შესვლისთანავე იგრძნობა. პლაჟის ტერიტორია ადაპტირებულია. ამისათვის კი სილქნეტმა მთლიანად განაახლა პლაჟზე მისასვლელი პანდუსი.

საქართველო ერთ-ერთი საინტერესო ადგილია მსოფლიოში ღამის კლუბების მიხედვით. ამ მხრივ, ზაფხულის სეზონზე აჭარის რეგიონიც არ არის გამონაკლისი. ღამის კლუბი „გეითი“ არაერთი წელია, რაც საუკეთესო კლუბია ღამის ცხოვრების მოყვარულებისთვის. იქვეა კლუბი „ბოტანიკოც“.

ისევე, როგორც „სილქ ბიჩსა“ და „ივერია ბიჩს“, სილქ როუდ ჯგუფის ქოლგის ქვეშ შემავალ ამ ორ კლუბსაც სილქნეტი სპონსორობს. აქ ამ ზაფხულს კლუბური მუსიკის მსოფლიოში  ცნობილი არაერთი  შემსრულებელი ეწვევა. მათ შორისაა, წლევანდელი სეზონის ყველაზე მთავარი ღონისძიება – SADAR BAHAR. ასევე, ცნობილია ძირითადი ლაინაფი, რომელსაც აჭარაში ჩასული ელექტრონული მუსიკის მოყვარულები ნამდვილად არ გამოტოვებენ:

3 აგვისტოს კლუბი GATE უმასპინძლებს Bassiani-ს რეზიდენტებს და მუსიკოსებს Kancheli,Ndrx,Zitto-ს.

2-4 აგვისტოს ბათუმში, კლუბ „ Iveria Beach“ გაიმართება ზღაპრული და დაუვიწყარი წვეულება, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული არტისტები 36 საათიანი ფესტივალს წარუძღვებიან.

9 აგვისტოს კლუბ GATE- ში  იაპონელ DJ-ისა და პროდიუსერს Takaaki Itoh-ის კომპოზიციები გაჟღერდება.

10 აგვისტოს Iveria Beach უმასპინძლებს ლეგენდარულ არტისტს შეერთებული შტატებიდან SADAR BAHAR-ს. მისი მუსიკალური ცოდნისა და უნიკალური გემოვნების გამო სადარ ბაჰარი დღემდე ითვლება ჰაუს და დისკო მუსიკის საუკეთესო შემსრულებლად მსოფლიოში.

ასე, რომ, #silksummer –  “ივერია ბიჩი” და “სილქ სანაპირო” მხიარულ, მრავალფეროვან და ენერგიულ ზაფხულს გვპირდება. თანაც, აჭარაში  ჯეოსელის ქსელი წელს განსაკუთრებულად სწრაფი 4.5G ინტერნეტით დახვდა სტუმრებს. აბონენტებს მრავალფეროვანი ინტერნეტ პაკეტები შეუძლიათ გაიაქტიურონ. სიახლეა ტურისტებისთვის, სილქნეტი  მათ 20%-იანი ფასდაკლებით ტურისტულ პაკეტს -„All Inclusive“ სთავაზობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი