პატრულმა ლადო სადღბელაშვილი, გიორგი მუხიგულაშვილი, გიორგი კვირტავა, ბექა შენგელია და გიორგი ბაბუხადია მას შემდეგ დააკავა, რაც მათ ნაციონალური მოძრაობის ოფისის მიმართულებით წითელი საღებავით სავსე ბუშტები ისროლეს. დაკავებას აქციის მონაწილეებსა და პატრულს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყა. აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ზურაბ ბიგვავა კი აქციის დასასრულს, პატრულის თანამშრომლისთვის შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ დააკავეს.
დღეს, 18:00–ზე ნაციონალური მოძრაობის ოფისთან თავისუფალი თაობის წევრებმა დაასახელეს ენმ–ს წევრების შვილების სია, რომლებიც საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში სწავლობენ. აქციაზე მათი ერთ–ერთი მოთხოვნა იყო, რომ “იმის ნაცვლად, რომ ქართველი ჯარისკაცები უკრაინაში იხოცებოდნენ, ნაციონალური მოძრაობის წევრების შვილები გაიწვიონ ჯარში და სამხედრო სამსახური მოიხადონ.”
გარდა ამისა, აქციის მონაწილეები “სამართღლიანობის აღდგენას” და “ნაციონალური მოძრაობის გასამართლებას” ითხოვენ.