ახალი ამბები

სექტემბრიდან “ნანუკას შოუ” ეთერში აღარ გავა

30 ივლისი, 2019 • 5230
სექტემბრიდან “ნანუკას შოუ” ეთერში აღარ გავა

ახალი სატელევიზიო სეზონიდან რ2-ზე ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ ეთერში აღარ გავა. ამის შესახებ ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც ნანუკა ფეისბუქზე წერს, ახალი სეზონიდან ახალი გადაცემით დაუბრუნდება მაყურებელს და ამ დროის გეგმებით მისი გადაცემა ისევ რუსთავი 2-ზე იქნება, ხოლო თუ რაიმე შეიცვლება, ყოველთვის ნახავს ადგილს მაყურებელთან შესახვედრად. 

“ახალი გადაცემა იქნება სოციალური თოქ-შოუ. ექნება სხვა სახელი, იქნება პირდაპირი ეთერი. იქნება იგივე წამყვანი-იგივე ენერგიით,” – წერია პოსტში.

ტელეწამყვანის თქმით, “ნანუკას შოუ” ოქტომბერში 10 წლის ხდება და სწორედ ამიტომ ემშვიდობება ეს გადაცემა მაყურებელს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი