ახალი ამბები

ყოფილ გუბერნატორთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

30 ივლისი, 2019 • 2220
ყოფილ გუბერნატორთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო უკანონო საჩუქრის აღებაში, რომლის ოდენობაც 10 000 აშშ დოლარია.

სასამართლოში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მოსამათლემ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, 10 000 აშშ დოლარის აღებაში ბრალდებულს სასამართლომ ჯარიმის სახით 10 000 ლარის გადახდა დააკისრა.

სასამართლო პროცესი დაახლოებით 1 თვის წინ დასრულდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან შონიას ბრალი 26 დეკემბერს წარუდგინა. სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის მაისში, შონიას თხოვნით,  მის მიერ მითითებული პიროვნების სახელზე მოქალაქემ 10 000 აშშ დოლარი ჩარიცხა მისთვის გადასაცემად.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე სსკ-ის 340-ე მუხლით მიმდინარეობდა. გამოძიებას სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებდა. ლევან შონია ბრალდებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ ქრთამი არასდროს აუღია.

ლევან შონია პრემიერმა გუბერნატორის თანამდებობიდან 2018 წლის ივლისში გაათავისუფლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი