ახალი ამბები

ზუგდიდში მუშა ჭის გაწმენდისას ჩამოშლილმა მასამ ჩაიყოლა

30 ივლისი, 2019 • 1210
ზუგდიდში მუშა ჭის გაწმენდისას ჩამოშლილმა მასამ ჩაიყოლა

ზუგდიდში, ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში მდებარე ჭაში მუშა ჩავარდა. ინციდენტი დღეს, 30 ივლისს მოხდა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მუშა ვიწრო ჭაში მის გასაწმენდად იყო ჩასული, რა დროსაც ქვები ჩამოიშალა და კაცი შიგ ჩაიყოლა. ამ ეტაპზე უწყებაში მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ინფორმაცია მომხდარის შესახებ თავდაპირველად ადგილობრივმა გამოცემა LivePress-მა გაავრცელა. როგორც გამოცემა ადგილზე მყოფ სხვა მუშებზე დაყრდნობით წერს, ჭის სიღრმე დაახლოებით 9-10 მეტრია.

გარეკნის ფოტო: LivePress

მასალების გადაბეჭდვის წესი