ახალი ამბები

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 3 ლარს მიუახლოვდა

30 ივლისი, 2019 •
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 3 ლარს მიუახლოვდა

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 3 ლარს მიუახლოვდა, ეს მაშინ, როცა 30 ივლისისთვის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.93-ია.

თიბისი ბანკში 1 დოლარის შესყიდვა 2.9980 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო 1 ევრო – 3.35 ლარი ღირს.

საქართველოს ბანკში 1 დოლარი 2.99 ღირს, ევრო – 3.34.

პროკრედიტ ბანკში 1 დოლარი 2.99 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.32 ლარი.

ბლუმბერგის ტერმინალის მიხედვით ამ დროისთვის (13:50 საათი) 1 დოლარის ფასი 2.9525 ლარია. ოფიციალური კურსს ეროვნული ბანკი 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი