ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის” – აფხაზი მინისტრი საქართველოს საგარეოს ეხმიანება

29 ივლისი, 2019 • 2054
“ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის” – აფხაზი მინისტრი საქართველოს საგარეოს ეხმიანება

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აფხაზეთსა და სხვა ქვეყნებს შორის საერთაშორისო საავიაციო მიმოსვლის დაუშვებლობაზე მორიგი, სრულიად მოსალოდნელი მცდელობაა, აფხაზეთი მსოფლიოსგან იზოლირებუი იყოს. არ გამოგივათ. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის”, – წერს დაურ კოვე, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ფეისბუკის გვერდზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სოხუმის საერთაშორისო აეროპორტში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ვერ მოხდება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია (ICAO), ბუნებრივია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს საჰაერო სივრცის ერთიანობას.

სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება – GCAA

აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა სოხუმის არძინბას სახელობის აეროპორტის სტატუსისა და აფხაზეთის საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ დოკუმენტი მიიღო. რია-ნოვოსტის, 26 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით კი, “რუსი ინვესტორი აფხაზეთის აეროპორტში საპროექტო სამუშაოებს აწარმოებს, რომელიც მომდევნო თვის ბოლოს დასრულდება”.

 

სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება – GCAA

 

მასალების გადაბეჭდვის წესი