2015 წლის ზაზუნას დღის აღსანიშნავი ზეიმის მთავარი გმირი სწორედ ფილი არის, რომელმაც საკუთარ ჩრდილზე დაკვირვებით იწინასწარმეტყველა, რომ ზამთარი კიდევ 6 კვირით გახანგრძლივდება.
washingtonpost-ის ცნობით, ფილი ცნობილი სინოპტიკოსია. მან გასულ წელსაც ხანგრძლივი ზამთარი იწინასწარმეტყველა. 2014 წელს ზოგიერთ ადგილას დიდთოვლობა მარტამდე გაგრძელდა.
იმის მიუხედავად, რომ არავის შეაქვს ეჭვი ფილის სიზუსტეში, მისი შესაძლებლობები მუდმივად არის დაპირისპირების საბაბი.
ფილიმ 2013 წელს ადრიანი გაზაფხული იწინასწარმეტყველა, თუმცა იმ წელს შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე ყინვა და თოვლი დიდხანს გაგრძელდა. გამოცემის ცნობით, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ოჰაიოელმა ადვოკატმა “ამინდის არასწორი პროგნოზირებისთვის” ფილის სიკვდილით დასჯა მოითხოვა
ფილის ადამიანი კოლეგები ფილის მსგავსად პროგნოზირებენ, რომ ზამთარის ამინდი აშშ-ში დიდხანს გაგრძელდება. ზაზუნას დღის დაწესებიდან, 1997 წლიდან ფილიმ თავისი ჩრდილი 102-ჯერ დაინახა, თუმცა, 17-ჯერ ვერა.