ახალი ამბები

პოლიციელების საქმეს, რომლებსაც პატიმარი გაექცათ, პროკურატურა გამოიძიებს

3 თებერვალი, 2015 • • 951
პოლიციელების საქმეს, რომლებსაც პატიმარი გაექცათ, პროკურატურა გამოიძიებს

შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, გუშინ ქალაქ გურჯაანში, სასამართლოდან გაიპარა პატიმარი, რომლის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებების მიმდინარეობს.

 

“ახლა მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები ამ პირის დასაკავებლად და იმ პოლიციელების მიმართ, რომლებიც უდიერად მოექცნენ სამსახურეობრივ მოვალეობას, პროკურატურა დაიწყებს შესწავლას”, – აცხადებს შსს.

 

შსს-ს ცნობით, გაქცეული პატიმარი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მიხედვით დააკავეს. მან სოფელ ველისციხეში პიროვნება დაჭრა. იგი სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც ტარდებოდა შესაბამისი პროცედურები, რა დროსაც მან გაპარვა მოახერხა.

პოლიცია
პოლიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი