ახალი ამბები

მოხალისეების მიერ აგებული ხიდი ბენზოხერხით გადაჭრეს – მოლაშქრე

29 ივლისი, 2019 • 1418
მოხალისეების მიერ აგებული ხიდი ბენზოხერხით გადაჭრეს – მოლაშქრე

ტრანსკავკსიური ბილიკის“ ერთ-ერთი ორგანიზატორის, სოფო ბაგაურის თქმით, სვანეთში, მდინარე ხალდეჭალაზე ხიდი გააკეთეს, რომელიც  სამი დღის შემდეგ ბენზოხერხით მოჭრილი დახვდათ.

როგორც ბაგაურმა ნეტგაზეთს უთხრა, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში 17 ადამიანი საკუთარი სახსრებით მეზობელ სოფელში შეძენილი მასალისგან  გადასასვლელ ხიდს აშენებდა.

გაკეთებული ხიდი მოჭრეს მას შემდეგ, რაც ხიდის ზევით გადავიტანეთ ბანაკი და ახლა იარაღების და ბანაკის უკან ჩამოტანა გაგვიჭირდება”,- გვითხრა ერთერთმა მონაწილემ სოფო ბაგაურმა.

მისი თქმითწელს დანიშნულების ადგილამდე ასვლის წინ გაესაუბრნენ ადგილობრივებს და ისინი მათ იქ ყოფნაზე პრეტენზიას არ გამოთქვამდნენ. კითხვაზე, თუ ვის შეიძლებოდა მსგავსი რამ ჩაედინა, პასუხი არ აქვთისინი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის უწყებასთან დაკავშირებას არ აპირებენ.

პოლიციას არ დავუკავშირდებით. ვფიქრობთ, რომ შეიძლება უფრო მეტი დაძაბულობა გამოიწვიოს და არ გვინდა ჩვენს მუშაობას საფრთხე შეექმნას. მხოლოდ ადგილობრივ მმართველობას ვაცნობებთ“, – გვითხრა სოფო ბაგაურმა.

მოხალისეები ხიდის ხელახლა აშენებას არ აპირებენ და ხალდეს ტერიტორიიდან სვანეთის სხვა მონაკვეთზე გადასვლას გეგმავენ.

ტრანსკავკასიური ბილიკი” (TCT), პროექტი, რომლის განხორციელების იდეაც რამდენიმე მეგობარს გაუჩნდა, 3 ქვეყნის დაკავშირებას ისახავს მიზნად. TCT-ის ჯგუფი გეგმავს 1500 კილომეტრზე მეტი მანძილი მოიცვას და ლაშქრობის მოყვარულებს კავკასიის მთებში მოგზაურობის საშუალებას მისცეს.

ვრცლად ამ პროექტზე დაიკითხეთ აქ:

შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე – მოხალისე მოლაშქრეებს ტრანსკავკასიური ბილიკის შექმნა სურთ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი