ახალი ამბები

როგორ ემზადება თბილისი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტვალისთვის [ფოტო]

2 თებერვალი, 2015 • • 3896
როგორ ემზადება თბილისი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტვალისთვის [ფოტო]

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე ოლიმპიურმა სოფელმა 2015 წლის 26 ივლისს 49 ქვეყნის 14-18 წლის 3800 სპორსტმენი უნდა მიიღოს. ოლიმპიური სოფლის გარდა თბილისში შენდება ახალი სპორტის დარბაზი თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე და ოლიმპიური კომპლექსი დიღომში, აშშ-ის საელჩოს მიმდებარედ.

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება სპორტის 9 სახეობაში: ჩოგბურთში, სპორტულ ტანვარჯიშში, ველოსპორტში, მძლეოსნობაში, ცურვაში, ფრენბურთში, ხელბურთსა და კალათბურთში.

ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ალექსი ახვლედიანის თქმით, მშენებარე ობიექტების “ძირითადი, კარკასული ნაწილი” დასრულებულია.

“ობიექტების ძირითად ნაწილი, კარკასული ნაწილი დასრულებულია. თუ არ ჩავთვლით ორ ობიექტს, ხელბურთისა და ტანვარჯიშის სასახლეს. ვადებთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს. 20 მაისს ყველა ობიექტი იქნება დასრულებული”, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.

ალექსი ახვლედიანის თქმით, ოლიმპიური სოფელი და ყველა ის სპორტული ნაგებობა, რომელიც ფესტივალისთვის მზადდება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. იგი მოელის, რომ თბილისში “ერთ-ერთი საუკეთესო ოლიმპიური ფესტივალი” ჩატარდება.

საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ წინა წელს დაფინანსების კუთხით არსებული ხარვეზები  წელს ამოიწურა და ბიუჯტი შეჯერებულია როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე ევროპის ოლიმპიურ კომიტეტთან.

სამშენებლო სამუშაოები მოინახულა საქართველოს პრემიერი-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. იგი მიმდინარე მშენებლობით კმაყოფილია:

“ჩვენ ამ დღისთვის ძალიან კარგად ვიქნებით მომზადებული. სწორედ მთელი მთავრობა არის მობილიზებული იმისთვის, რომ ღისეულად ჩავატაროთ ეს ღონისძიება, იმიტომ, რომ ჩვენი რეგიონისთვის და ქვეყნისთვის ზოგადად მნიშვნელოვანი ობიექტები შენდება, რომელიც ქალაქში დარჩება და შემდეგ ამას გამოიყენებენ ჩვენი ახალგაზრდები. თბილისი გააქტიურდება, პრაქტიკულად ახალი უბანი იქნება, რომესლაც დავარქვით “ახალი თბილისი.” მიმაჩნია, რომ საშუშაოების ტემპი კარგად მიმდინარეობს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ 2015 წლის მარტის ბოლოდან მშენებლობის პროცესი გააქტიურდება და 24-საათიან სამუშაო რეჟიმში გადავლენ.

“შენებლობა მიმდინარეობს აქტიურად ყველა ობიექტზე. ამინდმა ნამდვილად გაგვიმართლა, მიუხედავად ზამთრის სეზონისა. ზოგიერთ ობიექტზე, მას შემდეგ, რაც გაზაფხული დადგება, კიდევ უფრო გააქტიურდება მუშაობა”, – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის ზღვის მიმდებარედ ოლიმპიურ სოფელს კომპანია “ჰუალინგი” აშენებს, ხოლო ხელბურთის დარბაზს- სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ნარმანიას განმარტებით, თბილისის მერია მუშაობს რამდენიმე ობიექტის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე.

მერის თქმით, “ყველაზე დიდი სამუშაო”, რომელიც მერიამ დააასრულა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყალმომარაგების პროექტია. ამჟამად ოლიმპიურ სოფელში კანალიზაციის 13-კილომეტრიანი მონაკვეთი გაჰყავთ, რომელიც აპრლის ბოლოს დასრულდება მერის დაპირების მიხედვით.

ოლიმპიური ცეცხლი ათენში, პანათინაიკოსის სტადიონზე აინთება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის ოფიციალურ დაწყებამდე 2 თვით ადრე, რომლის ორგანიზატორი საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტი იქნება. ოლიმპიური ცეცხლი 2015 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, შემოვა საქართველოში, ბათუმში.

ფესტივალის გახსნის ცერემონია 2015 წლის 26 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის (ლოკომოტივი) სტადიონზე გაიმართება, რომელიც 55,000 ადამიანზე არის გათვლილი. ცერემონიის მაქსიმალური ხანგძლივობა 100 წუთი იქნება.

ფესტივალის დახურვის ცერემონია 2015 წლის 1 აგვისტოს სპორტსმენებისთვის განკუთვნილ სოფელში გაიმართება.

მშენებარე ოლიმპიური სოფელი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. 02.02.2015

მშენებარე სპორტის სასახლე უნივერსიტეტის ქუჩაზე. 02.02.2015
მშენებარე სპორტის სასახლე უნივერსიტეტის ქუჩაზე. 02.02.2015

მშენებარე სპორტის სასახლე უნივერსიტეტის ქუჩაზე. 02.02.2015
მშენებარე სპორტის სასახლე უნივერსიტეტის ქუჩაზე. 02.02.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი