ახალი ამბები

BBC: უკრაინაში პრორუსი სეპარატისტები 100 000 ადამიანის მობილიზებას აპირებენ

2 თებერვალი, 2015 • 942
BBC: უკრაინაში პრორუსი სეპარატისტები 100 000 ადამიანის მობილიზებას აპირებენ

როგორც BBC წერს, ამბოხებულებს სურთ, რომ განდევნონ სამთავრობო ძალები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებიდან, კერძოდ, დონეცკიდან და ლუგანსკიდან, ასევე, ცდილობენ ხელში ჩაიგდონ ქალაქი დობალცევო.

 

“მობილიზაცია 11 დღის ვადაში დაიწყება,” – განაცხადა თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა. BBC წერს, რომ გაურკვეველია, რამდენად აქვთ პრორუს სეპარატისტებს ამ რაოდენობით ძალების მობილიზების შესაძლებლობა.

 

ჟურნალისტმა ქრისტოფერ მილერმა, რომელიც დობალცევოს მახლობლად იმყოფება, განაცხადა, რომ “ძალიან საეჭვოა”, ამბოხებულებმა 100 000 კაცის შეკრება შეძლონ. მისი თქმით, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ამბოხებულთა ლიდერმა ეს განცხადება კონფლიქტში უფრო მეტი რუსი მოხალისის ჩართვის შესანიღბად გამოიყენოს.

უკრაინა აცხადებს, რომ ამბოხებულებს 9 000–მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე ეხმარება, რასაც რუსეთის მთავრობა უარყოფს. ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინა დაადანაშაულა, რომ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრას ცდილობს.

 

5 000–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1,2 მილიონამდე იქცა დევნილად გასული აპრილის შემდეგ, როდესაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ამბოხებულებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დიდი ტეტრიტორიები დაიკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი