სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი მოქმედების გეგმა დაფუძნებული იქნება “წარმატებულ ქართულ გამოცდილებაზე”. ის აცხადებს, რომ პირევლ რიგში, საერთაშორისო კავშირების გამოყენებით “იანუკოვიჩის კორუმპირებული დაჯგუფების აქტივისტების უკრაინაში დაბრუნების საკითხის გადაჭრას აპირებს, რომლებიც საზღვარგარეთ დააკავეს”.
ekhokavkaza-ს ინფორმაციით, უკრაინის ,,ოპოზიციური ბლოკისა’’ და ,,მამულის’’ წევრები არ ეთანხმებიან უცხო ქვეყნის მოქალაქის მოწვევას ამ პოსტზე. როგორც ოპოზიციონერი ალექსანდრ ვილკული მიიჩნევს, უცხოელების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნით კიევს იმედი აქვს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას სწორედ მათ დააკისრებს.
საქართველოში სააკაშვილის საკითხზე სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლითაა საქმე აღძრული. იგი ბრალდებულია გირგვლიანის საქმეში, 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული ხარჯებისთვის.