ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი იტალიას აღიარების თხოვნით მიმართავს – cominf.org

29 ივლისი, 2019 • 1604
ცხინვალი იტალიას აღიარების თხოვნით მიმართავს – cominf.org

ცხინვალი იტალიის ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ იტალიაში ცხინვალის წარმომადგენელმა მაურო მურჯამ განაცხადა.

“ვფიქრობთ, რომ დადგა დრო, იტალიამ, მისი ამჟამინდელი ხელისუფლების სახელით, გაეროში წარმოდგენილი ყველა ქვეყნის მსგავსად, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიაროს”, – ამბობს მაურო.

მისი განცხადებით, იტალიის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარება აღადგენდა მშვიდობიანი თანაარსებობის ტრადიციას და ხალხების უფლებას, თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის შუამდგომლობით, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ აღიარეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი