ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1 თებერვლის შემდეგ 0.0587 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 0.0682 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი 2.0550 ლარი ღირს. კომერციულ ბანკში 100 დოლარის ყიდვისთვის 205 ლარი დაგჭირდებათ. ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი.
ლარის გაუფასურების გამო ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.