ახალი ამბები

ღარიბაშვილი: 1-2 გახმაურებული საქმე რჩება, რომელიც არ არის გამოძიებული

2 თებერვალი, 2015 •
ღარიბაშვილი: 1-2 გახმაურებული საქმე რჩება, რომელიც არ არის გამოძიებული

“მე ნამდვილად არ შემიძლია საქმის დეტალებზე ვისაუბრო. ზოგადი ინფორმაცია მაქვს, რომ იგეგმებოდა ამის თაობაზე. დღეს დაველოდოთ პროკურატურის ინფორმაციას, ოფიციალური განცხადება იქნება გაკეთებული, მერე გავაკეთებთ კომენტარებს. მე მინდა, რომ თავი შევიკავო კომენტარისგან.


ჩემი პოლიტიკური შეფასება, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ქართული ოცნება რაც მოვიდა სათავეში, ანუ ჩვენი ხელისუფლება რაც მოვიდა სათავეში, მას შემდეგ ჩვენ პრაქტიკულად ყველა გახმაურებული საქმე გამოვიძიეთ. სულ რამდენიმე საქმე იყო დარჩენილი და ეს არის ერთ-ერთი მათგანი და, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო ჩვენ. ამის გამოძიება იყო აუცილებელი.


პრაქტიკულად ეს საქმეები არის გამოძიებული, ბევრი მათგანი არის დასრულების სტადიაში, სულ 1-2 გახმაურებული საქმე რჩება, რომელიც არ არის გამოძიებული, რომელიც პროცესში არის და ძალიან მალე დასრულდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


დღეს პროკურატურამ 11 პირს წაუყენა ბრალი ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი