ინფორმაიას რია-ნოვოსტი კონფერენციის “იალტა 1945: წარსული, აწმყო, მომავალი” ორგანიზატორების განცხადების საფუძველზე ავრცელებს.
ღონისძიება 5 თებერვალს იალტის (ყირიმის) კონფერენციის 70 წლისთავს მიეღძვნება, რომელშიც 1945 წელს იოსებ სტალინი, აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი მონაწილეობდნენ.
კონფერენციაზე 150-ზე მეტი რუსეთისა და სხვა ქვეყნის სამეცნიერო წრეების წარმომადგენელი, პოლიტოლოგი, ექსპერტი და მედიის წარმომადგენელია მიწვეული. ასევე, გამოცემის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მიწვეული არიან რუსეთში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური სამსახურების წარმომადგენლები.
“დიდი სამეულის” 10-ტონიანი ძეგლის დადგმის მცდელობა აქამდეც არსებობდა, თუმცა, რია-ნოვოსტის ინფორმაციით, სტალინის ფიგურით სკულპტურის დადგმას ყირიმში, რიგი უკრაინელი პოლიტიკური პარტიების პარალელურად, ყირიმელი თათრების მეჯლისის ხელმძღვანელობაც ეწინააღმდეგებოდა.

