ახალი ამბები

ოქრუაშვილის და სხვა დაკავებულების პროცესზე მოსამართლემ სხდომა დახურა

27 ივლისი, 2019 • 1327
ოქრუაშვილის და სხვა დაკავებულების პროცესზე მოსამართლემ სხდომა დახურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 27 ივლისს, ოქრუაშვილის და 20 ივნისის მოვლენებზე დაკავებულების – გიორგი ჯავახიშვილის და თორნიკე დათაშვილის აღკვეთის პროცესი მოსამართლე მაკა გველესიანმა დახურა.

მოსამართლემ  პროცესის დახურვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოქრუაშვილის ადვოკატმა პროკურორს ჰკითხა, იყო თუ არა კავშირი ოქრუაშვილსა და სხვა დაკავებულს – ჯავახიშვილს შორის. ამაზე  პროკურორმა უპასუხა, რომ ისინი შს სამინსიტროს მიერ გავრცელებულ კადრებში საუბრობდნენ. ადვოკატის კითხვაზე – რაზე საუბრობენ, პროკურორმა უპასუხა, რომ ეს დასადგენია. ამ პასუხს დარბაზში სიცილი მოჰყვა, რის შემდეგაც მოსამართლემ სხდომა დახურა და შესვენება გამოაცხადა.

დარბაზში ჟურნალისტები და დაკავებულის მხარდამჭერები იმყოფებოდნენ.

ოქრუაშვილთან ერთად სხდომაზე კიდევ ორი დაკავებულია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი