ახალი ამბები

„დოჟდი“: მოსკოვში მერიასთან გამართულ აქციაზე 430-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

27 ივლისი, 2019 • 1977
„დოჟდი“: მოსკოვში მერიასთან გამართულ აქციაზე 430-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

დღეს, 27 ივლისს, რუსეთის დედაქალაქში აქცია მიმდინარეობს მოთხოვნით არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატებს მისცენ რეგისტრაციის საშუალება.

აქცია ალექსანდრე ნავალნიმ დაანონსა, რომელიც ამჟამად 30 დღითაა დაკავებული.

„დოჟდის“ ცნობით, აქციაზე 430-ზე მეტი ადამიანი დააკავეს მოსკოვის მერიასთან. მედიის ცნობით, აქციის დაწყებამდე დააკავეს დამოუკიდებელი კანდიდატები: დმიტრი დურკოვი, იულია გალიამინა, ივან ჟდანოვი, ილია იაშინი და ლუბოვ სობოლი.

პოლიცია და როსგვარდია არ აძლევს ადამიანებს საშუალებას მივიდნენ მერიასთან. „დოჟდის“ ცნობით, თავი გაუტეხეს მუნიციპალიტეტის დეპუტატს. ასევე, „დოჟდის“ ინფორმაციით, პროკურატურა შევიდა სტუდიაში Навальный LIVE და ითხოვს ეთერის შეწყვეტას.

პოლიცია იმყოფებოდა ცოტა ხნის წინ „დოჟდის“ ოფისშიც, სადაც მთავარ რედაქტორს გადასცეს უწყება, რომლის თანახმადაც მას დაკითხვაზე იბარებენ.

აქცია მოსკოვში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

_________________

[ინფორმაცია განახლდება]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი