ახალი ამბები

ირაკლი ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

27 ივლისი, 2019 • 1161
ირაკლი ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ აღკვეთის სახით 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულებს, გიორგი ჯავახიშვილს და თორნიკე დათაშვილს. სასამართლო სხდომა 19 სექტემბერს ჩაინიშნა.

რაც შეეხება ოქრუაშვილის ადვოკატს, მამუკა ჭაბაშვილის თქმით ამ გადაწყვეტილებას ისინი გაასაჩივრებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით 20-21 ივნისის მოვლენებზე დააკავა. ეს მუხლი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ოქრუაშვილი 25 ივლისს, საღამოს 7 საათისკენ დააკავეს მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობიდან გამოვიდა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება 26 ივლისს, მისი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე შეაფასეს. მათ დაკავებულის ბრალეულობა გამორიცხეს და აღნიშნეს, რომ საქმე პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი