“რა სტატუსითაა, ამჯერად ჩვენთვის უცნობია. გარემოებები იყო შემდეგნაირად. ჩემთვის როგორც ცნობილია, დაახლოებით, დილის 10 საათზე ნაკანს სახლში მიაკითხეს და სახლიდან წამოიყვანეს. რაც შეეხება ფირცხალავას, ის არ იმყოფებოდა სახლში. დაკავებამდე 10 წუთით ადრე დამირეკა და მითხრა, რომ ოფისში მიდიოდა. შემდეგ მალევე დამირეკა და მითხრა, რომ მასთან სახლში მისულან და ამიტომ ბრუნდება, რომ წაყვეს. აქედან გამომდინარე, აყვანის რაიმე განსაკუთრებული სპეცოპერაცია არ მგონია ყოფილიყო და ვერც იქნებოდა, იმიტომ, რომ თავისი ფეხით მივიდა სახლში და შემდეგ წაყვა მათ”,- ამბობს დავით ხაჟალია, ადვოკატი.
კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა დაკავების განჩინება, ხაჟალია ამბობს, რომ დაკავების განჩინების აღება არ დასჭირდებოდა პროკურატურას, ვინაიდან, მისი თქმით, მათი უპირობო გამოცხადება იქამდე იყო დეკლარირებული.
ირაკლი ფირცხალავას კიდევ ერთი ადვოკატი, კახაბერ შონია აცხადებს, რომ ფირცხალავა დაკავებულია.
“ჩემი ინფორმაციით, ფირცხალავა დააკავეს დღეს დილით, დაახლოებით 9:30 საათზე. მას დაადეს ხელბორკილები და განუმარტეს უფლებები”, – ამბობს შონია.
შონიას ინფორმაციით, მისთვის ცნობილი არ არის, თუ რა ბრალი წაუყენეს ფირცხალავას, ვინაიდან მთვარ პროკურატურაში ჯერ არ შესულა და ფირცხალავა თავად არ უნახავს. ინფორმაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფის დავკავების შესახებ ფირცხალავას ახლობლებმა მიაწოდეს.
ყოფილი ხელისუფლების ძალოვანი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნები- ირაკლი ფირცხალავა, ლევან ბეროძე და კახა ნაკანი საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადაიყვანეს. ვაზაგაშვილის საქმემდე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილ უფროსს ირაკლი ფირცხალავას ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით აღმკვეთ ღონისძიებად გირაო ჰონდა შეფარდებული.
