ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

თავდაცვის ყოფილ მინისტრს და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთს ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა  დაუდასტურა.

ადვოკატის განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია სასამართლო სხდომის დრო, თუმცა, დიდი ალბათობით, სხდომა დღეს 27 ივლისს გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით 20-21 ივნისის მოვლენებზე დააკავეს. ეს მუხლი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ოქრუაშვილი 25 ივლისს, საღამოს 7 საათისკენ დააკავეს მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობიდან გამოვიდა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება 26 ივლისს, მისი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე შეაფასეს. მათ დაკავებულის ბრალეულობა გამორიცხეს და აღნიშნეს, რომ საქმე პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან