“მოგვაკითხეს და გვითხრეს, რომ გავყვე და მივყვებით. როგორც ამათგან ვიცი, ნაკანიც ანალოგიურად გადაყვანილი ყავთ, ან ახლა გადაყავთ. მეც გზაში ვარ”, – განუცხადა ფირცხალავამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა მთავარ პროკურატურას, სადაც ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ და მათი თქმით, განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.
ვაზაგაშვილის საქმემდე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილ უფროსს ირაკლი ფირცხალავას ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით აღმკვეთ ღონისძიებად გირაო ჰონდა შეფარდებული.