ახალი ამბები

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე 20 -მდე პირის სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ – კორძაძე

26 ივლისი, 2019 • 1578
ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე 20 -მდე პირის სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ – კორძაძე

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარის საქმეზე 2018 წლის სექტემბრიდან გაზაფხულამდე 15-20 მდე პირის სატელფონო საუბრებს უსმენდნენ, – აცხადებს საქმის ადვოკატი ზვიად კორძაძე.

მათ შორისაა ტვ “პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი.

ამის შესახებ ზვიად კორძაძემ 26 ივლისს ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, გამოძიებას სატელეფონო საუბრების მოსმენასა და ტექსტური შეტყობინენების მონიტორინგზე ჰქონდათ სასამართლოს ნებართვა.

თუმცა, მისი თქმით, ამ მოსმენებიდან, საქმის მასალების მიხედვით,  გამოძიებას რაიმე ღირებული ინფორმაცია არ მიუღია.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 26 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 700-700 ათას ლარიანი გირაო შეფარდა, ასევე, აუკრძალა ქვეყნის დატოვება გამომძიებლის თანხმობის გარეშე.

მასალების გადაბეჭდვის წესი