ახალი ამბები

“შარლი ებდო” დროებით ტაიმ-აუტს იღებს

2 თებერვალი, 2015 •
“შარლი ებდო” დროებით ტაიმ-აუტს იღებს

“ძვირფასო მკითხველო, მთელი გუნდს სურს მადლობა გადაუხადოს თითოეულ თქვენგანს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბოლო კვირების განმავლობაში ვიღებთ. ჩვენ ეს არ გვავიწყდება და გაზეთების ჯიხურებში მალე დავბრუნდებით”,- ნათქვამია გაზეთის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ტერორისტული აქტის შემდეგ გაზეთის ახალი ნომერი მაინც გამოვიდა, რომელიც საფრანგეთსა და მის საზღვრებს გარეთ 7 მილიონი ტირაჟით გაიყიდა.

 

ფრანგულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე თავდასხმა 7 იანვარს, სარედაქციო თათბირის დროს განხორციელდა. თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 12 ადამიანი, მათ შორის გაზეთის მთავარი რედაქტორი და ოთხი კარიკატურისტი.

 

თავდასხმამდე Charlie Hebdo-მ გამოაქვეყნა ტვიტი, რომელსაც  ISIS-ის ლიდერის აბუ ბაქარ ალ ბაღდადის კარიკატურა ახლდა.

 

შარლი ებდო
შარლი ებდო

მასალების გადაბეჭდვის წესი