პირველი სარჩელი, ანა სუბელიანი მაია ასათიანის წინააღმდეგ ეხებოდა მაია ასათიანის გადაცემა პროფილს [როგორ დავკარგოთ მამაკაცი]. საბჭოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი, რომლის თანახმადაც: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.
რაც შეეხება მეორე სარჩელს, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფს – “რუთავი 2”-ის, “ტაბულას” და “იმედის” ჟურნალისტების წინააღმდეგ, ეხებოდა მოკლული ტრანსგენდერის საბი ბერიანის გაშუქების საკითხს. საბჭოს გადაწყვეტილებით, ადგილი არ ჰქონია ქარტიის მე_10 პრინციპის დარღვევას -ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.
ქარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ საქმეზე საბჭომ ასევე შეიმუშავა რიგი რეკომენდაციები, რომელიც გამოქვეყნდება გადაწყვეტილების სამოტოვაციო ნაწილთან. ასევე გამოქვეყნდება საბჭოს წევრის განსხვავებული აზრი, რომლის თანახმადაც “რუსთავი 2”-ის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მე -10 პრინციპის დარღვევას.