ახალი ამბები

ანონსი – 2 თებერვალი

2 თებერვალი, 2015 •
ანონსი – 2 თებერვალი

10:00-19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში  გაიმართება „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის“ თბილისის სასკოლო სესია 2015-ის გენერალური ასამბლეა.

 

10:30 საათზე,  ასოციაცია  “საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“  კონფერენციას გამართავს.

 

თემა: სასამართლო დამოუკიდებლობისა და სამოსამართლო ეთიკის აქტუალური საკითხები. მისამართი: თბილისი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“

 

11:00 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საქართველოს საგარეო კურსი, მიმდინარე პროცესები

 

11:30 საათზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში ნიკა მელია ხოლო 11:40 საათზე გივი თარგამაძე გამართავენ პრეს-კონფერენციას.

 

11:30 საათზე “პირველ პრესკლუბში” „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს.

 

თემა: აქციის ანონსი, ელიტარული კორუფციის და ფასების ხელოვნური ზრდის წინააღმდეგ, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

 

12 საათზე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ფსიქოლოგები და ექიმები, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით  ჟურნალისტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, მშობლებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის პრესკონფერენციას გამართავენ. შეხვედრის მიზანია  სასკოლო ასაკთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებულმა ინფორმაცია სპეციალისტებისაგან მიიღოს.

 

12:00 საათზე “პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი საქართველოს” ლიდერები კახა კუკავა, ალექსანდრე შალამბერიძე, თენგიზ ომანიძე და სხვები, საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

 

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში iveria.biz. ერთ–ერთი წარმომადგენელი ნიკა რურუა პრესკონფერენციას გამართავს

თემა: ეთიკის კოდექსი და არასამთვრობო ორგანიზაციებზე გაკეთებული  განცხადება

 

12:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან
დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

 

12:30 საათზე “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე პრესკონფერენციას გამართავს.

 

თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

 

12:45 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში პრესკონფერენციას გამართავს

თემა: ეთიკის კოდექსი და არასამთვრობო ორგანიზაციებზე გაკეთებული  განცხადება

 

13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

 

16:00 საათზე მწერალთა სახლი გერმანულენოვანი წიგნის „ქართული მწერლობის ანთოლოგია“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი ითარგმნა გერმანელი მთარგმნელი ცნობილი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის მიერ. მასში თავმოყრილია ანა კალანდაძის, ლადო ასათიანის, ბესიკ ხარანაულის, მაყვალა გონაშვილის, ჯანსუღ ჩარკვიანისა და სხვათა პოეზია. ასევე  გოდერძი ჩოხელის, ოთარ ჭილაძის, რევაზ მიშველასძის, დათო ტურაშვილისა და სხვათა პროზა. სულ 30 ავტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი