ელჩების თანამდებობიდან გათავისუფლების განკარგულებები მთავრობის ვებ-გვერდზე უკვე გამოიცა. ის დასამტკიცებლად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უკვე წარუდგინეს.
კონსტანტინე ქავთარაძე 2011 წლის ივნისიდან დღემდე შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია, ხოლო მალხაზ მიქელაძე 2010 წლის დეკემბერიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია მექსიკის შეერთებული შტატებში.