ახალი ამბები

ტრეფიკინგში ბრალდებულს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა

1 თებერვალი, 2015 •
ტრეფიკინგში ბრალდებულს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა

ნასიბახონ აბდულლაევას ბრალი ედებოდა ყირგიზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების, მათ შორის  არასრულწლოვანის მიმართ ტრეფიკინგის განხორციელებაში.

“აბდულლაევამ 2013 წლის აპრილში, მაღალანაზღაურებად  სამსახურში დასაქმების დაპირებით, ყირგიზეთიდან ქ.ბათუმში ჩამოიყვანა არასრულწლოვანი უ.ა, რომელსაც ჩამოართვა პასპორტი,  შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით და ძალადობით ახორციელებდა დაზარალებულის სექსუალურ ექსპლუატაციას”,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

.
31 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ  არასრულწლოვანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ნასიბახონ აბდულლაევა  მთლიანად ცნო დამნაშავედ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის  „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ  14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი