აქციის ბოლოს მონაწილეებმა  ტელეკომპანია “GDS”-ის გვერდით არსებულ ტერიტორიაზე, რომელზეც სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობს, “SOS” დაწერს. მონაწილეები ასევე სკანდირებდნენ “არა პანორამას”.

 

დღეს, 31 იანვარს, 15:00 საათზე საკრებულოს შენობის წინ აქცია “არა პანორამას!” დაიწყო. აქციის მონაწილეები სასტვენებითა და პოსტერებით პროექტის მშენებლობას აპროტესტებდნენ. მათი გადაწყვეტილებით, დღევანდელმა აქციამ სოლოლაკის ქედზე გადაინაცვლა, სადაც “პანორამა თბილისის” ნაწილი უნდა განთავსდეს.

 

“თანაინვესტირების ფონდი”, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილია, მიზნად ისახავს თავისუფლების მოედანზე, ე.წ. ცეკავშირის შენობის ადგილას, ერეკლე მეორის მოედანზე, “ქართული ოცნების” ოფისის გვერდით მრავალფუნქციური კომპლექსების აშენებას.

 

პროექტის მიხედვით, სასტუმრო და ბაღი აშენდება სოლოლაკის ფერდობზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის გვერდით. სასტუმროებთან დაკავშირება საბაგირეობისა და დახრილი ლიფტების საშუალებით იქნება შესაძლებელი.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *