ახალი ამბები

აქციის “არა პანორამას” მონაწილეები სოლოლაკის ქედის მიმართულებით დაიძრნენ (ფოტო)

31 იანვარი, 2015 •
აქციის “არა პანორამას” მონაწილეები სოლოლაკის ქედის მიმართულებით დაიძრნენ (ფოტო)

დღეს, 31 იანვარს, 15:00 საათზე საკრებულოს შენობის წინ აქცია “არა პანორამას!” დაიწყო. აქციის მონაწილეები სასტვენებითა და პოსტერებით პროექტის მშშენებლობას აპროტესტებდნენ.

 

“პანორამა-თბილისის” პროექტი ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა ნგრევითი სამუშაოები დაწყებულია. მშენებლობის ნებართვის ასაღებად დარჩა ერთი ინსტანცია – ეკონომიკის სამინისტრო! სამინისტროში დოკუმენტაცია უკვე შეიტანეს!  ამ მასშტაბის პროექტს უნდა დაუპირისპირდეს შესაბამისი მასშტაბის საზოგადოებრივი პროტესტი! ვისაც ძველი თბილისის მნიშვნელობის ახსნა არ გჭირდებათ, ვინც არაერთხელ მდგარხართ გუდიაშვილზე, იმელთან, მირზა შაფზე, ვაკის პარკში, საყდრისში…. ვინც თვლით, რომ ეს ქალაქი თქვენია, ვისაც გაქვთ სურვილი თბილისისთვის რამე გააკეთოთ, ვინც ეს შანსი ადრე ვერ გამოიყენეთ.. ვინც ფიქრობთ, რომ ხელისუფლება საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულია”,- თვლიან აქციის მონაწილეები.

 

“თანაინვესტირების ფონდი”, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილია, მიზნად ისახავს თავისუფლების მოედანზე ე.წ. ცეკავშირის შენობის ადგილას, ერეკლე მეორის მოედანზე “ქართული ოცნების” ოფისის გვერდით მრავალფუნქციური კომპლექსების აშენებას.

 

პროექტის მიხედვით, სასტუმრო და ბაღი აშენდება სოლოლაკის ფერდობზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის გვერდით. სასტუმროებთან დაკავშირება საბაგირეობისა და დახრილი ლიფტების საშუალებით იქნება შესაძლებელი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი