ახალი ამბები

ომბუდსმენი სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას სურბ სარქისის ხსენების დღეს ულოცავს

31 იანვარი, 2015 •
ომბუდსმენი სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას სურბ სარქისის ხსენების დღეს ულოცავს

“წელს სომეხთა სამოციქულო ეკლესია სურბ სარქისის ხსენების დღეს 31  იანვარს აღნიშნავს. წმინდა სარქისი სომეხთა გამორჩეული წმინდანია და  იგი ახალგაზრდების მფარველად ითვლება. ეს დღესასწაული აღინიშნება არა  მხოლოდ საეკლესიო წესით, ლოცვებით, არამედ მდიდარია სახალხო წეს-ჩვეულებებითაც. ტრადიციის თანახმად, ეკლესიაში ახალგაზრდებს ამ დღეს მარილიანი კვერები ურიგდება”,- ნათქვამია სახალხო დამცველის მილოცვაში.

 

სურბ სარქისობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და სახალხო დღესასწაულია. სურბ სარქისი მიიჩნევა ახალგაზრდა შეყვარებულების მფარველად. დღესასწაულს წინ უძღვის 5-დღიანი მარხვა, ხოლო დღესასწაულის წინა ღამით ახალგაზრდები მიირთმევენ დამარილებულ კვერს, რათა სიზმარში საქმრო ან საპატარძლო გამოეცხადოთ. ამ დღეს სომხურ ოჯახებში მოხალული ფქვილისგან ფოხინდი მზადდება, რომელსაც სახლის კარის ზღურბლზე დგამენ. ხალხური გადმოცემის თანახმად, ბედნიერების ნიშნად,  ღამით ფოხინდზე ნალის კვალი უნდა დატოვოს წმინდა მხედართმთავრის, სარქისის ცხენმა.

 

ამ დღის განსაკუთრებული აღნიშვნის ტრადიცია დამკვიდრდა ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკას სურბ სარქისის ეკლესიაში. მრევლი ღამით იკრიბება და ტაძარში და ახალგაზრდები ერთმანეთს სანთლებს უცლიან, რაც ასევე მომავალი ოჯახური ბედნიერების სიმბოლოს წარმოადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი