ახალი ამბები

მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარედ ბალახი და ბუჩქნარი იწვის

25 ივლისი, 2019 • 1182
მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარედ ბალახი და ბუჩქნარი იწვის

მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარედ ხანძარია. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, ცეცხლი უკიდია ბალახს და ბუჩქნარს. 

“არ არსებობს არანაირი საფრთხე, რომ ხანძარი გავრცელდეს სასაფლაოზე”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციათა სამსახურში. 

ამავე წყაროს ცნობით, ადგილზე ოთხი სახანძრო მანქანა მუშაობს და ხანძარი ჯერ არ არის ლოკალიზებული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი