ახალი ამბები

რუსთავი2: ლევან ვარშალომიძე უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა

30 იანვარი, 2015 • • 1523
რუსთავი2: ლევან ვარშალომიძე უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა

რუსთავი2-ის ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე ეკონომიკურ მიმართულებას ჩაიბარებს. ტელეკომპანიასთან საუბრისას ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ უკრაინელ კოლეგებთან ერთად იუსტიციისა და ეკონომიკის სფეროს რეფორმირებაში გასული წლის აპრილიდან იყო ჩართული.

 

“საქმე ჯერ ბევრია გასაკეთებელი. ყველას მოგეხსენებათ, რა რთულ სიტუაციაშია დღეს უკრაინა. როდესაც აგრესიაა, უფრო აქტიურად უნდა განხორციელდეს ყველა ეკონომიკური რეფორმა, რომელიც ქვეყანას სჭირდება. დღეს ალბათ ყველა პატრიოტი ქართველი უკრაინელია,” – განუცხადა რუსთავი2-ს ლევან ვარშალომიძემ.

 

ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 2004-2012 წლებში იყო. ვარშალომიძის გარდა უკრაიანის მთავრობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის სხვადასხვა წევრი შედის. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილია, ეკა ზღულაძე – შს მინისტრის მოადგილე, გია გეწაძე კი იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

ვარშალომიძე ლევან
ვარშალომიძე ლევან

მასალების გადაბეჭდვის წესი