ახალი ამბები

სასჯელაღსრულების მინისტრი: ციხეების ხელმძღვანელები თანამდებობებს ტოვებენ

30 იანვარი, 2015 • • 1496
სასჯელაღსრულების მინისტრი: ციხეების ხელმძღვანელები თანამდებობებს ტოვებენ

“როგორც ასეთი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი არ უქმდება, ეცვლება სტატუსი. საქვეუწყებო სტატუსი მას გაუუქმდება და იქნება ჩვეულებრივი დეპარტამენტი, რომელიც შემოვა სამინისტროში, ინტეგრირდება სრულად და დაექვემდებარება მინისტრს. ასე რომ, ეს მოსაზრება, რომ უქმდება დეპარტამენტი, ეს მცდარია«, – განაცხად მინისტრმა 

 

კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა სამინისტრომ ინსტიტუციური ცვლილება, გიორგი მღებრიშვილმა უპასუხა:

 

“მუდმივად ისმოდა კითხვა, ექვემდებარება თუ არა სასჯელარსრულების დეპარტამენტი სამინისტროს. ეს კითხვა მოიხსნება დღის წესრიგიდან და ერთხელ და სამუდამოდ ყველას ეცოდინება, რომ ეს დეპარტამენტი არის შემადგენელი ნაწილი იმ სამინისტროსი, რომელსაც ხელმძღვანელობს მინისტრი”. 


გიორგი მღებრიშვილის თქმით, ციხის ადმინისტრაციის უფროსები შეიცვალნენ, ნაწილმა თავისი განცხადებით დატოვეს თანამდებობები, ნაწილი კი სამინისტრომ გაუშვა.

 

 

იმათ, ვისაც ვათავისუფლებთ, გვჭირდება ახალი კადრები, ახალი ხედვა, მოგეხსენებათ, გადავდივართ ახალ,  ევროპულ მოდელზე და, შესაბამისად, შესაბამისი განათლებისა და შესაბამისი უნარების ადამიანები გვჭირდება.”

 

მინისტრის თქმით, კონკრეტულად, თუ ვინ დატოვა თანამდებობები, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი