ეს გადაწყვეტილება რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობის ხელშეკრულების გაფორმებამ გამოიწვია, იმავეს გეგმავს რუსეთი სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებითაც.
საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა “რადიო თავისუფლების” ვაშინგტონის ბიუროსთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის ბაზარს როგორც მახეს, ისე უყურებს. მისივე თქმით, ეს ბაზარი არაპროგნოზირებადია.
“ნებისმიერ მომენტში რუსეთს შეუძლია ემბარგოს შემოღება”,- ამბობს ბერუჩაშვილი.
მიუხედავად ამისა, რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია 2014 წელს. ოფიციალური მონაცემების მიხედვით საქართველოს საგარეო ვაჭრობის 7.4 % რუსეთთზე მოდის.
საქართველომ რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელად ზურაბ აბაშიძე დაინიშნა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან ზურაბ აბაშიძე ევროპის სხვადასხვა ქალაქში შეხვედრებს მართავდა. მთავრობის განცხადებით, ეს ფორმატი ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას ითვალისწინებს.